იაგო აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსებს ნანატრი ოქროს მედალი მოუტანა – ნაცუმი ცუნოდამ იაპონურ ფინალში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატმა აიღო.

დღეს, მედლები გოგონებში -48 კილოგრამში, ხოლო ვაჟებში -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

გოგონათა პირველობაზე ნაცუმი ცუნოდასა და ვაკანა კოგას შორის იაპონური ფინალი შედგა.

ცინოდამ თანამემმამულეს ავასატე-იპონით სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

ვაჟებში 10-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს.
სლავებს ნანატრი ოქროს მედალი ქართული წარმოშობის ჯუდოკამ იაგო აბულაძემ მოუტანა.

აბულაძემ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ყაზახ გუსმან ყირგიზბაევს 1 წუთსა და 35 წამში იპონით სძლია.

-48 კგ
1.ნაცუმი ცუნოდა (იაპონია)
2. ვაკანა კოგა (იაპონია)
3. ურანცეცეგ მუხბატი (მონღოლეთი)
3. ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)

-60 კგ
1. იაგო აბულაძე (რუსეთი)
2. გუსმან ყირგიზბაევი (ყაზახეთი)
3. ფრანჩისკო გარიგოსი (ესპანეთი)
3. კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

ხვალ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისთვის გოგონებში 52 კილოგრამის, ხოლო ვაჟებში 66 კილოგრამ წონით კატეგორის ჯუდოკები იბრძოლებენ.

საქართველოს ღირსებას მარიამ ჯანაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დაიცავენ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge