იაპონელების ტრიუმფი ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე

ავტორი კახა მიხანაშვილი

დღეს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონელებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

2-2-გზის ჩემპიონები აი შიშიმე (-52 კგ) და ჯოშირო მარუიამა (-66) გახდნენ.

-52 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში იაპონელმა გოგონამ ესპანელ ანა ბოქს პერესს მოუგო.
შიშიმემ მეტოქეს იპონით სძლია.

მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ჯოშირო მარუამამ ტიტული იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან ბრძოლაში დაიცვა.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა აპენინელი ჯუდოკა ვაზარის უპირატესობით დაამარცხა.

იაპონელებს ამ დროისთვის 3 ოქროს მედალი გააჩნიათ და საერთო გუნდურ ჩათვლაში ერთპიროვნულად ლიდერობენ.

-52 კგ
1. აი შიშიმე (იაპონია)
2. ანა ბოქს პერესი (ესპანეთი)
3. ფაბიენე კოჩერი (შვეიცარია)
3. გეფენ პრიმო (ისრაელი)

-73 კგ
1. ჯოშირო მარუიამა (იაპონელი)
2. მანუელ ლომბარდო (იტალია)
3.ბასხუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი)
3. იაკუბ შამილოვი (რუსეთი)

ხვალ,. ტატამიზე მედლებისთვის გოგონებში -57 კილოგრამის, ხოლო ვაჟებში -73 კილოგრამ წონით კატეგორიის ჯუდოკები იბრძოლებენ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge