ნოვაკ ჯოკოვიჩის ,,ქამბექი” ,,როლან გაროსზე”

ავტორი კახა მიხანაშვილი

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,დიდი მუზაადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” 1/4 ფინალში გავიდა.

ჯოკოვიჩს 1/8 ფინალში იტალიელ ლორენცო მუსეტისთან დრამატული ორთაბრძოლა გადახდა.

მუსეტიმ ბალკანელ ჩოგბურთელს პირველი ორი სეტი ტაიბრეიკით მოუგო.
ჯოკოვიჩი მესამე სეტიდან გამოცოცხლდა და მეტოქე 6-1 სძლია.
მეოთხე სეტში კი 6-0 მოუგო.

გადამწყვეტი მე-5 სეტი იმ დროს შეწყდა, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩი 4-0 იგებდა.
იტალიელმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს 1/4 ფინალში ბრძოლა კიდევ ერთ იტალიელ მატეო ბერეტინისთან მოუწევს.

ჯოკოვიჩისა და ბერეტინის დაპირისპირება 8 ივნისს, შედგება.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge