,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” ესპანელი რაფაელ ნადალი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.
საფრანგეთის ღია პირველობის 13-გზის ჩემპიონმა 1/8 ფინალურ ეტაპზე იტალიელ იანიკ სინერს იოლად, მოუგო.
ნადალმა აპენინელ მოწინააღმდეგეს 3-სეტში 7-5, 6-3, 6-0 სძლია.
,,როლან გაროსზე” რაფაელ ნადალის მომდევნო მეტოქე არგენტინელი დიეგო შვარცმენი იქნება.
ესეც 1/4 ფინალისტები
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : მატეო ბერეტინი (იტალია) / რაფაელ ნადალი (ესპანეთი) : დიეგო შვარცმენი (არგენტინა)
9 ივნისი.
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) : ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა (ესპანეთი) / სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) : დანილ მედვედევი (რუსეთი)
8 ივნისი.