ქართველების უმედლო დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე

ავტორი კახა მიხანაშვილი

უნგრეთში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ქართველმა ჯუდოკებმა ცუდად იასპარეზეს.

ბუდაპეშტის ტატამიზე სამი ქართველი გამოვიდა.
სამივე მათგანი ტურნირს პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა.

-52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცეჩემპიონ აზერბაიჯანელ გულთაი მამადალიევასთან
,,ოქროს დროში” წააგო.
ამავე წონაში მარიამ ჯანაშვილმა ორთაბრძოლა მონღოლ სოსორბარამ ლხაგვასურენთან ვაზარით დათმო.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსთან ვერაფერი გააწყო და ,,ოქროს დროში” იპონით დამარცხდა.

ხვალ,. მსოფლიოს პირველობაზე ქართველებიდან ტატამიზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ),  ნუგზარ ტატალაშვილი (-73 კგ) და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) გამოვლენ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge