189
გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ ფინალურ მატჩში გერმანელებმა პორტუგალიას მინიმალური სხვაობით 1:0 სძლიეს.
მატჩის ერთადერთი გოლი ,,ანდერლეხტის” ფორვარდმა ლუკას ნმეჩამ რიდლე ბაკუს პასით გაიტანა.
გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.
შეხვედრას გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით ქართველ მსაჯდა ბრიგადა მოემსახურა.
გერმანია U 21 1:0 პორტუგალია U 21
49′ ნმეჩა