177
VTB ლიგის ფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” ყაზანის ,,უნიქსი” 19-ქულიანი სხვაობით 76-57 სძლია.
,,ცსკა” ამ გამარჯვების შემდეგ ფინალურ სერიაში 2-0 დაწინაურდა და ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკეე შენგელიამ შეხვედრაში 26:46 წუთი ითამაშა. მან ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
შენგელია მატჩი საუკეთესო კალათბურთელი ანუ MVP გახდა.
VTB ლიგის ფინალური სერიის მე-3 მატჩი 10 ივნისს, მოსკოვში გაიმართება.
,,ცსკა” გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.