“ორივე დოზით უკვე ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი მოქალაქე” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი დონიზით ვაქცინირებულია 130 000-მდე მოქალაქე
„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ესენციურ ჯგუფებში, ასევე მოქალაქეებში. „სინოფარმის“ მეორე დოზებით ხდება ვაქცინაცია და „სინოვაკის“ პირველი დოზებით, ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება „სინოვაკის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია. ჯამურად, ორივე დოზით უკვე ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი მოქალაქე და 130 000-მდე მოქალაქე არის ერთი დოზით ვაქცინირებული. პროგრამა რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ისევე როგორც მიმდინარეობს ამჟამად“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.