ტამარა ზიდანშეკი და ანასტასია პავლიუჩენკოვა ,,როლან გაროსის” 1/2 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი

,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” პირველი 1/2 ფინალური წყვილი გამოვლინდა.

ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს სლოვენიელი ტამარა ზიდანშეკი და რუსი ანასტასია პავლიყჩენკოვა დაუპირისპირდებიან.

პავლიუჩენკოვამ ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა 3-სეტში 6-7, 6-2, 9-7 დაამარცხა.

ზიდანშეკმა კი ესპანელ პაულა ბადოსა გიბერტს 3-სეტში 7-5, 4-6, 8-6 სძლია.

,,როლან გაროსზე” ტამარა ზიდანშეკისა და ანასტასია პავლიუჩენკოვას დაპირისპირება 10 ივნისს, შედგება.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge