213
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” სტუმრად, ,,ბარსელონასთან” გამანადგურებელი ანგარიშით 69-112 წააგო.
კატალონიელთა წინააღმდეგ ქართველმა ცენტრმა 17:53 წუთი ითამაშა.
შერმადინმა 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
მატჩის MVP ,,ბარსელონას” კალათბურთელი ნიკოლა მიროტიჩი გახდა. მან 21 ქულა დააგროვა.
1/2 ფინალური სერიის მე-2 მატჩი ისევ ბარსელონაში შედგება.
შეხვედრა 9 ივნისს, არის დაგეგმილი.