უნგრეთში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ქართველებიდან ტატამიზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიის სპორტსმენები გამოვლენ.
საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და მსოფლიოსა და ეცროპის ჩემპიონატების მედალოსანი ლუკა მაისურაძე დაიცავენ.
ორივე ქართველი ჯუდოკა პირველ წრეში ისვენებს.
მეორე წრეში კი მაისურაძის პირველი მოწინააღნდეგე ამერიკელი არტურ ვაითი იქნება.
ლუკას ბადეში მონღოლეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი საიდ მოლაი გახლავთ.
გრიგალაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა სამხრეთ კორეელ ჟინ მუნ ლისა და ფრანგ ალპა ომარ დიალოს ბრძოლაში გაირკვევა.
ტატოს ბადეში ყველაზე გამოცდილი ჯუდოკები ევროპის ვიცეჩემპიონი ბელგიელი სამი ჩოუჩი
და შვედი რობინ პაჩეკი არიან.
დღეს, წინასწარი შეხვედრები სტარტს 12:00 საათზე აიღებს.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.