“სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ქართული ოცნების ხელმძღვანელობის შესახებ განაცხადა.
ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, “ოცნებას” არ აქვს გახარიას პარტიასთან დაპირისპირების რესურსი.
“ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს – არც ინტელექტუალური, არც მორალური”
ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც, გახარიამ უპასუხა:
“არა, არა, პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ”.