“მქონდა მცდელობა დაკავშირების [ბიძინა ივანიშვილთან], სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს ამას ვერ გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მქონდა მცდელობა დაკავშირების, იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ მე დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება, რომელიც გავაკეთე” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოს გამართვაზე პარტიის წევრებმა უარი უთხრეს.
“არცერთი პროცედურული ნაწილი არ დამირღვევია, როცა ვნახე, რომ პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან კომპრომისი ვერ ვიპოვე, მოვითხოვე პოლიტსაბჭოს შეკრება. ეს ხდება 18 თებერვალს, დილით ადრე. შესაბამისი ინფორმაცია გავაგზავნე – “იმიტომ, რომ მე ვერ მივაღწიე ამასთან, ამასთან ამ და ამ საკითხზე შეთანხმებას, გთხოვთ, სასწრაფოდ მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო, სადაც გაგაცნობთ ჩემს პოზიციას და დავაფიქსირებ ჩემს პოლიტიკურ პოზიციას” – უარი მითხრეს” – განაცხადა გახარიამ.