ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის -81 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილი გავიდა.
ქართველმა ჯუდოკამ ფინალამდე 5 ორთაბრძოლა მოიგო.
გრიგალაშვილი უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და სამხრეთ კორეელ ჟი-მუნ ლის იპონით მოუგო.
ტატომ აზიელი ჯუდოკას გზას შვედი რობინ პაჩეკი გაუყენა.
ქართველმა სკანდინავიელ მეტოქეს ვაზარის უპირატესობით სძლია.
შემდეგი 3 დაპირისპირება ტატო გრიგალაშვილმა იპონით მოიგო.
ქართველმა სამი მოწინააღმდეგის დამარცხებას სულ 2 წუთი და 43 წამი მოანდომა.
ტატომ ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი 59 წამში, ხოლო ბელგიელი სამი ჩოუჩი წუთნახევარში დაამარცხა.
1/2 ფინალში კი გამოცდილი ნიდერლანდელი ჯუდოკა ფრენკ დე ვიტი იპონით ბეჭებზე 23 წამში გააკრა.
ტატო გრიგალაშვილს ფინალში ბელგიელი მეტოქე მატიას კასე ჰყავს.
მსოფლიოს ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.