6 მატჩი, 6 მოგება – ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე უდაკარგოდ ლიდერობს

ავტორი კახა მიხანაშვილი

სამხრეთ ამერიკის ზონის მსოფლიოს შესარჩევ ტურნირზე ბრაზიკიის საფეხბურთო ნაკრები წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.

ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა რიგით მე-6 შეხვედრაში სტუმრად,
პარაგვაის ნაკრებს 2:0 სძლია.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები მატჩის მე-4 წუთზე დაწინაურდნენ.
,,მანჩესტერ სიტის” ფორვარს გაბრიელ ჟესუსის პასით გოლი ნეიმარმა გაიტანა.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში
,,პენტაკამპიონებმა” მეტოქის კარი მეორედ აიღეს.
ამჯერად თავი ,,ლიონის” ფეხბურთელმა ლუკას პაკეტამ გამოიჩინა.

ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო არგენტინის ნაკრებმა.
არგენტინელები გასვლით შეხვედრაში კოლუმბიასთან დაზავდნენ.

ბრაზილიის ნაკრებს 6 შეხვედრიდან, 6 მოგება გააჩნია და სატურნირო ცხრილში 18 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.

ბრაზილიას მე-2 ადგილზე მყოფი არგენტინის ნაკრები 6 ქულით ჩამორჩება.

პარაგვაი 0:2 ბრაზილია
4′ ნეიმარი (0-1), 90+3′ პაკეტა (0-2)

კოლუმბია 2:2 არგენტინა
3′ რომერო (0-1), 8′ პარედესი (0-2), 51′ მურიელი პენ. (1-2), 90+4′ ბორხა (2-2)

ეკვედორი 1:2 პერუ
53′ კუევა (0-1), 89′ ადვინკულა (0-2), 90+3′ პლატა (1-2)

ვენესუელა 0:0 ურუგვაი

ჩილე 1:1 ბოლივია
68′ პულგარი (1-0), 81′ მორენო პენ. (1-1)

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge