209
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 1/2 ფინალურ სერიაში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” ,,ბარსელონა” 12-ქულიანი სხვაობით 80-68 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 26:48 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა.
შერმადინმა 21 ქულა და 10 მოსხნა მიითვალა.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37. შეადგინა.
გიორგი შერმადინი მატჩი MVP ანუ საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
,,ტენერიფესა” და ,,ბარსელონას” შორის 1/2 ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გახლავთ.
ამ გუნდების მომდევნო გადამწყვეტი შეხვედრა ბარსელონაში, 12 ივნისს, გაიმართება.
გამარჯვებული გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.