დიდი საფეხბურთო ფორუმი იწყება – ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩში ერთმანეთს თურქეთი და იტალია დაუპირისპირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი

ნანატრი დღე დადგა.
დღე, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები კორონავირუსის პანდემიის გამო ნაცვლად, 4 წლისა 5 წელი ველოდით.

დღეს, რომის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხნება.

სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს რობერტო მანჩინის იტალიისა და შენოლ გიუნეშის თურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

,,სკუადრა აძურას” თურქეთთან მატჩში ტრავმირებული ლორენცო პელეგრინი არ ეყოლება.
სხვა მხრივ კი კონტინენტის პირველობას ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

თურქეთს ისტორიაში იტალიის ნაკრებისთვის არასდროს მოუგია.
მათი 7 დაპირისპირებიდან ითხში აპენინელებმა გაინარჯვეს, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

იტალიის ეროვნული ნაკრები ბოლოს 2018 წელს დამარცხდა.
იქიდან მოყოლებული ,,სკუადრა აძურამ” წაუგებლად, 29 შეხვედრა ჩაატარა.

თავის მხრივ თურქეთის წაუგებელი სერია 6 შეხვედრას ითვლის.

ესეც გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
თურქრთი: უგურჩანი, ჩაქირი, ზეკი, ჩელინი, მერიჰ დემირალი, ჩაგლარი, სოიუნჩუ, უმუტ მერაში, ოკაი იოკუშლუ, ოზან ტიფანი, ჰაკან ჩალჰალოღლუ, ჩენგიზ უნდერი, კენანი, ბურაქ ილმაზი
მთავარი მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

იტალია: დონარუმა, ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა, ბარელა, ჯორჯინიო,
ლოკატელი, ბერარდი, იმობილე, ინსინიე
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი თბილისის დროით სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge