დღეს, უნგრეთში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ქართველი გამოვა.
-100 კილოგრამში მოასპარეზე ტიტულოვანი ჯუდოკა ვარლამ ლიპარტელიანი ნავსი გატეხვას და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება.
ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონატებზე დღემდე 5 მედალი, აქედან 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს მოპოვებული.
ვარლამ ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს და ნიდერლანდელ სიმონ კატარინასა და ავსტრიელ აარონ ფარას ბრძოლას დაელოდება. მათ შორის გამარჯვებულს კი თავის პირველ ბრძოლაში დაუპირისპირდება.
ლიპარტელიანის ბადეში რამდენიმე ძლიერი ჯუდოკა მათ შორის ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი გახლავთ, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში წააგო.
ბადეში ასევე იაპონელი კენტარო იდა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ფრანგი სირილ მარე, სამხრეთ კორელი ჯონგჰუნ ვონი და ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდერ კუკოლი არიან.
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებში დებიუტი ილია სულამანიძეს ექნება.
ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ტურნირზე პირველ შეხვედრას თურქ მერტ სისმანლართან ჩაატარებს.
გამარჯვების შემთხვევაში მისი მეტოქე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი იქნება.
სულამანიძის ბადეში ასევე მსოფლიოს ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა მოხვდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის წინასწარი ბრძოლები 12:00 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზეა დანიშნული.