ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებმა თურქეთი გაანადგურა.
რომის, ,,ოლიმპიურ სტადიონზე” გამართულ შეხვედრაში ,,სკუადრა აძურამ” მეტოქეს 3:0 სძლია.
შეხვედრის პირველმა ტაიმმა იტალიელთა სრული უპურატესობით ჩაიარა.
აპენინელებმა თურქების კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს.
სამ ეპიზოდში კი თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებს ბურთი ხელზე საკუთარ საჯარიმოში მოხვდათ, თუმცა პენალტი არცერთ შემთხვევაში არ დაინიშნა.
ევროპის ჩემოიონატი ავტოგოლით გაიხსნა.
53-ე წუთზე იტალიელ დომინიკო ბერარდის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თურქეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მერიჰ დემირალმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
66-ე წუთზე ,,სკუადრა აძურა” წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა.
გოლი ,,ლაციოს” ფორვარდმა ჩირო იმობილემ გაიტანა.
79-ე წუთზე იტალიის ნაკრებმა თურქეთის კარი მესამედ დალაშქრა.
დომინიკო ბერარდის პასი ლორენცო ინსინიემ დედის რძესავით შეირგო.
საბოლოოდ, იტალიამ 3-0 მოიგო და აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
იტალია მოროგ შეხვედრას 16 ივნისს, შვეიცარიასთან ჩაატარებს.
ამავე დღეს თურქეთი უელსს შეერკინება.
ევროპის ჩემოიონატი
რომი, ,,ოლიმპიული სტადიონი”
A ჯგუფი
თურქეთი 0:3: იტალია
53′ დემირელი ა.გ. (0-1), 66′ იმობილე (0-2), 79′ იმობილე (0-3)
თურქეთი: უგურჩანი, ზეკი, დემირალი, სოიუნჩუ, მერაში, იოკუშლუ (65′ კაჰვეჩი), კარამანი (76′ დერვიშოღლუ), ტუფანი (64′ აიჰანი), იაზიჩი (46′ უნდერი), ჩალჰალოღლუ, ბურაქ ილმაზი
მთავარი მწვრთნელი: შენოლ გიუნეში
იტალია: დონარუმა, ფლორენცი (46′ დი ლორენცო), ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა, ბარელა, ჯორჯინიო,
ლოკატელი (73′ კრისტანტე), ბერარდი (85′ ბერნანდეში), იმობილე (81′ ბელოტი), ინსინიე (81′ კიეზა)
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი