,,დიდი მყზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა.
ჯოკოვიჩმა ტურნირის 13-გზის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა.
მსოფლიოს ჩოგბურთის ორი კაშკაშა ვარსკვლავის დაპირისპირება 4 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ,,როლან გაროსის” მეფეს 4-სეტში 3-6, 6-3, 7-6, 6-2 სძლია.
ჯოკოვიჩი ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.
ფინალური ორთაბრძოლა 13 ივნისს, არის დაგეგმილი.
ნოვაკ ჯოკოვიჩს ,,როლან გაროსი” მხოლოდ ერთხელ 2016 წელს აქვს მოგებული.
სტეფანოს ციციპასი კი ფინალში პირველად გავიდა.