ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიამ ჩრდილოეთ მაკედონიას სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ავსტრიის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო.

ავსტრიელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები დამაჯერებლად 3:1 დაამარცხეს.

ავსტრიის ნაკრებმა სწრაფი გოლი გაიტანა.
მე-18 წუთზე მარსელ ზაბიცერის პასით ჩრდილოეთ მაკედონელების კარი შტეფან ლაინერმა დალაშქრა.

28-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა წონასწორობა აღადგინა.
ავსტრიელი მეკარისა და მცველების უხეირო და შეუთანხმებელი თამაშით ვეტერანმა გორან პანდევმა იხეირა.

78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მიხაილ გრეგორიჩმა ავსტრიის ნაკრები დააწინურა. მან დავიდ ალაბას იდეალური გადაცემა შეირგო.

შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ავსტრიელთა ნაკრების ფორვარდმა მარკო არნაუტოვიჩმა ჩრდილოეთ მაკედონიელთა კარი მესამედ აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

ავსტრიას პირველი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ნიდერლანდები-უკრაინას მატჩამდე C ჯგუფის ლიდერია.

C ჯგუფი
ბუქარესტი, ,,არენა ნაციონალა”

ავსტრია 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
18′ ლაინერი (1-0), 28′ პანდევი (1-1), 78′ გრეგორიჩი (2-1), 90′ არნაუტოვიჩი (3-1)

ავსტრია: ბაჩმანი, ლაინერი, დრაგოვიჩი (46′ ლეინჰარტი), ჰინტერეგერი, ულმერი, ბუნგარტნერი (58′ გრეგორიჩი), ლაიმერი, შლაგერი, ალაბა, ზაბიცერი, კალაიძიჩი (58′ არნაუტივიჩი)
მთავარი მწვრთნელი: ფრანკო ფოდა

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ნიკოლოვი (64′ ბეიტულაი), ს რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ (87′ მ. რისტოვსკი), ალიოვსკი, ელმასი, ადემი, ბარდჰი (82′ ტრიმოვსკი), ტრაიკოვსკი (63′ კოსტანდინოვი), პანდევი
მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge