ვარლამ ლიპარტელიანი: ,,ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდში დგომა ჩემი წარმატებისთვის”

ავტორი კახა მიხანაშვილი

ქართველმა ჯუდოკამ ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ლიპარტელიანმა ილია სულამანიძეს სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მიულოცა და ყველა მწვერვალის დაპყრობა უსურვა..

ვარლამ ლიპარტელიანი:  ,,ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, გულშემატკივრობისთვის გვერდში დგომისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდში დგომა ჩემი წარმატებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.
განსაკუთრებით კი ამ მაგარ ადამიანს ვულოცავ მის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ტოლფას მედალს და ვუსურვებ ყველა მწვერვალის დაპყრობას @sulamanidze_ilia”.

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტიტოლოვან ქართველმა ჯუდოკამ მსოფლიოს პირველობაზე კარიერაში მე-6 მედალი აიღო.  ლიპარტელიანის კოლექციაში 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი გახლავთ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge