რობერტო მანჩინი: ,,შვეიცარიასთან გამარჯვებას ყველა იტალიელს და იტალიის ნაკრების ქომაგს ვუძღვნი”

ავტორი კახა მიხანაშვილი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა და გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა.

მანჩინი აცხადებს, რომ იტალიის ნაკრებს 3 ქულა და ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება ნაადრევად, ძალიან სურდა და გუნდმა ამის ხარჯზე მოიგო.

მანჩინის აზრით, კონტინენტის პირველობაზე ბევრი ნაკრებია, რომლის ფეხბურთელებიც იტალიას შემადგენლობის მხრივ აღემატებიან, თუმცა ,,სკუადრა აძურას” ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლის ენერგია და ახალგაზრდული ჟინი უნდა გამოვიყენოს.

რობერტო მანჩინი: „შვეიცარია ძლიერი გუნდია და მიუხედავად, მატჩის შედეგისა ვთვლი, რომ ძალიან რთული თამაში გამოგვივიდა.

ამ გამარჯვებას ყველა იტალიელს და იტალიის ნაკრების ქომაგს ვუძღვნი.

ჩვენ მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავედით და მიზანს მივაღწიეთ.
იტალიის ნაკრებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან შეუტია.
ჩვენ გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო.

შვეიცარიასთან გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ 3 ქულის მოპოვება და 1/8 ფინალში ნაადრევად, გასვლა ძალიან გვინდოდა.

ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ძალიან კარგები იყვნენ. თითოეულმა მათგანმა დავალება ზუსტად შეასრულა.

ჩვენმა ფეხბურთელებმა პრესინგი მაღალ დონეზე ითამაშეს, რითაც მეტოქეს შეცდომების დაშვება აიძულეს.

სამწუხაროა, კიელინის ტრავმა. მას გამოკვლევას უახლოეს საათებში ჩაუტარებენ და დიაგნოზს დაუსვამენ.
იმედია, კაპიტანი შემდეგ მატჩებში დაგვეხმარება.

5 დღის განმავლობაში მეორე თამაში ჩავატარეთ და ბევრი ენერგია დავხარჯეთ.
მიუხედავად, ამისა უელსთან შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და წარმატებული სერიის გაგრძელებას შევეცდებით.

ფავირიტი?
საფრანგეთი ძლიერი გუნდი და ჩემპიონატის უდავო ფავორიტია.

მის გარდა ევროპის ჩემპიონატზე
არსებობენ გუნდები, რომლებიც შემადგენლობის მხრივ ჩვენზე ძლიერები არიან.
მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ იტალიის ნაკრებს მომატება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, კიდევ შეუძლია.
იტალიის ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ბრძოლა სწყურიათ. მათი ენერგია და ახალგაზრდული ჟინი უნდა გამოვიყენოთ.” – აცხადებს ,,სკუადრა აძურას” თავკაცი.

იტალიის ნაკრეა ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში შვეიცარიას 3:0 სძლია. მატჩში დუბლი მანუელ ლოკატელიმ შეასრულა. ერთი გოლი კი ჩირო იმობილემ გაიტანა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge