„მთავარი საკითხი, რაც მეშახტეებმა წამოაყენეს, ტურიზმის განვითარებაა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მოხდება ლოკაციების შესწავლა, რათა გაკეთდეს “ახალი მიზიდულობის ცენტრები”. .
„ტყიბული – ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. ახლახან მეშახტეებს შევხვდი, განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. ადგილზე გადავწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული სწორედ ტურიზმის განვითარებაა.
ცხრაჯვარის პროექტი – აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს – როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.