მოსაზრება, რომ გახარია იყო “ქართული ოცნების” პროექტი, იყო დიდი ტყუილი, რაც დადასტურდა იმით, რომ მან ჩემს წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა – კალაძე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„მიზანმიმართული ტყუილის გავრცელება მიდიოდა, რომ თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა პირადად ჩემს წინააღმდეგ. – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ალბათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, რომ მართლა ასე ხომ არ არის, ყველაფერი ნათელია და შესაბამისად, ამიტომ იღებენ მისი გუნდის წევრები ამ გადაწყვეტილებას, რომ ტოვებენ პარტიას. კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია,“- განაცხადა კალაძემ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge