პარლამენტმა კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით ამნისტია დაამტკიცა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

 პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომელებიც კოვიდრეგულაციების დარღვევის შესახებ დაკისრებული სანქციებისგან ათავისუფლებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კერძოდ, “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” პროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სახდელისგან პირების გათავისუფლებას, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას მოიცავს. რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ პროექტს, ის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge