13 სექტემბრიდან ვაქცინირებული პირებისთვის  ლატარია დაიწყება

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

13 სექტემბრიდან ვაქცინირებული პირებისთვის  ლატარია დაიწყება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ლატარიის კომპანია შემთხვევითობის პრინციპით გაათამაშებს ფულად ჯილდოებს. ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარს. ღიბრაძის განცხადებითვე, ლატარიაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერს, ვინც ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი.

“ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება“ – განაცხადა ღიბრაძემ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge