“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მასზე გავრცელებაზე უარი თქვა. მისი თქმით, ის არ მოითხოვს შეწყალებას იმ დანაშაულზე, რაც არ ჩაუდენია.
”არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემის მხრიდან რომ მე მას ახლა მოწყალებას ვთხოვ არ ექნება. არ ვაპირებ ჩემზე გავრცელდეს ამნისტია იმ თემაზე, რაც არ ჩამიდენია. წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. ვფიქრობ, ეს უნდა მიიღოს მოსამართლემ და ქართულმა ოცნებამ საბოლოო პასუხად. არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას” – განაცხადა მელიამ.