ყვარელში ბანკში მძევლად აყვანილი ყველა პირი თავისუფალია

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
საპატრულო

ყვარელში “საქართველოს ბანკში” მძევლად აყვანილი ყველა პირი თავისუფალია. – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, დამატებითი მოქმედებები პოლიციის მხრიდან კვლავ მიმდინარეობს. კოვზიაშვილის თქმითვე, შეიარაღებულია და იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც.

„ყველა მძევალი თავისუფალია, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავებმა ადგილზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასახვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. შეიარაღებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება“, – განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge