ყვარელში, საქართველოს ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა. სავარაუდოდ მას მძევლები ჰყავს აყვანილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.

პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge