2 262 ახალი შემთხვევა, 2 795 გამოჯანმრთელებული, 54 გარდაცვლილი, 24 325 აცრილი – 10 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 178 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 575 210-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა  საერთო რაოდენობამ ჯამში 534 559 შეადგინა.

რაც შეეხება გარდაცვალებას, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 54 ახალი შემთხვევა პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 089 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 325 პირი. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჯამში ჩატარებულია 1 433 296 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა – 211, იმერეთი – 335, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 139, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 216, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:

6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.

1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 – თბილისში, 537 – აჭარაში.

24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 78, ხოლო აჭარაში – 6.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 141 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 997 პირი, აჭარაში – 3 759, იმერეთში – 3 304.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge