ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე: “დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” – შედეგები შემდეგია:
ქართული ოცნება – 33%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%;
საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 10%;
ლეიბორისტული პარტია – 6%;
გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%;
ლელო – 3%;
ხალხისთვის – ანა დოლიძე – 3%;
პატრიოტთა ალიანსი – 3%;
მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2%;
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2%;
ერი – ლევან ვასაძე – 2%;
დროა – ელენე ხოშტარია – 1%;
მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%;
სხვა – 2%;
“ფორმულას” ცნობით. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
წყარო: ტელეკომპანია “ფორმულა”