“ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს.
კვლევის შედეგები ჟურნალისტებს დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრფინგზე მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.
მმართველი პარტიის გამოკითხვის შედეგების მიხედვით კანდიდატებს შემდეგნაირი მხარდაჭერა აქვთ:
კახა კალაძე -56,1%
ნიკანორ მელია-28.3%
გიორგი გახარია-6,2%
ანა დოლიძე-2,2%
ანა ბიბილაშვილი-1,9%
გიორგი ლომია-1,3%
თამარ კეკენაძე-0,9%
მიხეილ ქუმსიშვილი-0,7%
სხვა კანდიდატები-2,4%
პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საველე სამუშაოები თბილისში, 4-8 სექტემბერს, ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპონდენტი, ცდომილების ზღვარი არის 3%.