იაპონიაში კორონავირუსის „ეტა“ ვარიანტის გავრცელება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში აღნიშნული ვირუსის მუტირებული ვერსიის 18 შემთხვევაა დადასტურებული.
ცნობისთვის, “ეტა” ვარიანტი პირველად ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა. ამ ეტაპზე კი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.