263
ერაყში, ერბილეს აეროპორტის სიახლოვეს სამი დრონი ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს 6 აფეთქების ხმა გაისმა. მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არაა დაზიანებული არც აეროპორტი.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონებით განხორციელდა.
აღნიშნული აეროპორტი რამდენჯერმე გახდა უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა მიმდინარე წლის აპრილში განხორციელდა.
ცნობისთვის, ერბილი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქია.