ბათუმის ბულვარში მამაკაცმა ქალს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. დაჭრილი ბელორუსის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი საქართველოსი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წარსულში ერთმანეთს იცნობენ.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.