FDA და WHO: ე.წ. “ბუსტერ” დოზით აცრა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ამას მედიცინა გადაწყვეტს და არა პოლიტიკა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

სამეცნიერო ჟურნალ  Lancet-ში გამოქვეყნდა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა (FDA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. “ბუსტერ” დოზა ყველასთვის საჭირო არ არის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ “ბუსტერ” დოზის გამოყენება უნდა მოხდეს, თუკი მის საჭიროებაზე ისაუბრებს მედიცინა და არა პოლიტიკა.

სტატიის ავტორი მეცნიერების თქმით, “ბუსტერ” დოზის გამოყენება შესაძლოა გახდეს საჭირო მაშინ, თუკი შემცირდება იმუნიტეტი და ორგანიზმი ვეღარ შეძლებს ებრძოლოს ვირუსს. ასევე განიხილება ვერსია, რომ “ბუსტერ” დოზა დასჭირდეთ მათ, ვისაც ნაკლებეფექტური ვაქცინა აქვს გაკეთებული.

“ფართოდ გავრცელებული და მარტივად გადამდები “დელტა” შტამის გავრცელების ფონზე, იზრდება სურვილი ვაქცინის ე.წ. “ბუსტერ” დოზის გამოყენების. იდეა მიმზიდველია, რადგან აცრილ ადამიანებს უფრო გაუძლიერდებათ იმუნიტეტი, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვაქცინაციის შესახებ უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გათვალისწინებულ იქნეს სარგებელი და რისკები ინდივიდებისა და საზოგადოებისთვის. დღესდღეობით არსებული სამეცნიერო მტკიცებულებებით, ვაქცინაციის ის მოდელი, რაც შემუშავებულია ეფექტურია და იცავს მძიმე დაავადებისგან, მათ შორის “დელტა” შტამის შემთხვევაში. თუმცა ამ დასკვნის უმეტესი ნაწილი ემყარება წინასწარ კვლევას და მისი სიღრმისეული შესწავლის შემდეგ, შესაძლოა შევიდეს ცვლილება. “ბუსტერ” დოზა შეიძლება საჭირო გახდეს მათთვის, ვისაც ვაქცინის ორი ან ერთი დოზის მიღების შემდეგ არ აქვს შესაბამისი იმუნიტეტი, მაგალითად აცრილია ნაკლებეფექტური ვაქცინით. ასევე, შესაძლოა დაიშვას იმ პირებზე, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ არ გამოუმუშავდა შესაბამისი იმუნიტეტი (იმუნოკომპრომისული პირები), თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვისთვისაც არ იყო ეფექტური პირველადი ვაქცინაცია, ეფექტური იქნება თუ არა იმავე ვაქცინის “ბუსტერ” დოზა).

ბუსტერ” დოზის მასობრივად გაკეთების რეკომენდაცია გაიცემა, თუკი გამოვლინდა ახალი შტამი, რომელზეც ორი ან ერთი დოზა აღარ არის ეფექტური. ასევე იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდა, რომ ადრე ვაქცინერებული პირების დიდ პოპულაციაში ხდება იმუნიტეტის შემცირება. ასევე გასათვალსიწინებელია, რომ “ბუსტერ” დოზა შესაძლოა კონკრეტულ პირებში შეიცავდეს გარკვეულ რისკებსაც. ამრიგად, ფართომასშტაბიანი გაძლიერება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მტკიცებულება, რომ ეს მიზანშეწონილია” – აღნიშნულია სტატიაში.

სტატია პასუხია ზოგიერთი ქვეყნის მტავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საზოგადოებას მასობრივად შესთავაზოს “ბუსტერ” დოზა. ამის გაკეთება ისრაელმა უკვე დაიწყო, აპირებს აშშ-ც.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge