ხვალ და ზეგ, 16-17 სექტემბერს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავცელებს.
უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ შესაძლოა ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვიოს.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.