228
„ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა: შევცვალოთ ხელისუფლება და არ მივუშვათ სააკაშვილი ხელისუფლებამდე – ამის შესახებ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის საჭიროა ხელისუფლებაში ახალგაზრდა პროფესიონალები მოვიდნენ.
“ყველას ვურჩევდი, ნაკლები ყურადღება სააკაშვილზე, მეტი ყურადღება ხელისუფლების ცვლილებებზე ამ შემთხვევაში საქართველოს ექნება ნათელი მომავალი. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პროფესიონალი ადამიანები და არა წარსულის უკან დაბრუნება” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.