Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, “ქართულ ოცნებას” ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, ნაციონალურ მოძრაობას – 33%, თბილისში კი კახა კალაძეს 43%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, შედეგები ასე გამოიყურება:
პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 7%.
„ხალხისთვის“, ანა დოლიძე – 4%,
„ლელო“, ანა ბიბილაშვილი – 2%,
„პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი ლომია – 1%,
“ჩვენი გაერთიანებული საქართველო”, რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%.
პარტიებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 6%,
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 2%,
„ლელო“ – 2%,
„ევროპული საქართველო“ –2%,
„ხალხისთვის“ – 1%,
„გირჩი“ – 1%,
„მოქალაქეები“ – 1%,
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1%,
„მესამე ძალა“ – 1%.
შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის ეგზიტპოლი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა.