195
ქუთაისშიც, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხდება ცნობილი.
124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას წინასწარი ინფორმაციით, ხმების 43,75 % აქვს მიღებული.
მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც 51 უბნის მონაცემებით, მხარს უჭერს ამომრჩევლების 41,86 %.