140
კახა კალაძე – 45,5 %, ნიკა მელია – 34,13 % აქვს – ცესკომ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 320 უბნის მონაცემების მიხედვით, მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 45,5 % მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34, 13 %-ით. პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გახარიამ კი ხმების 8, 97 % მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50 %-ზე მეტი უნდა მიეღო.