153
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა შეკრების გადაწყვეტილება სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადების შემდეგ მიიღეს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ჯამნრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე შეკრებილები ტერიტორიაზე საღებავით წარწერის – “თავისუფლება მიშას” გაკეთებას ცდილობდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
მხარდამჭერები სკანდირებდნენ: “თავისუფლება მიშას”.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით ამ მდგომარეობისთვის ექსპერზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია.