119
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება არ იგეგმება.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არც სალომე ზურაბიშვილი აპირებს.
“ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს.
მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.