“გუშინ ​მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა” – ალეკო ელისაშვილი 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი – აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი?” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

​მისი თქმით, საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარების კულტურა.

“გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა. ვიცი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი, თუ რამდენიც იყო, არ ვიცი, გამოდის მშვიდად, აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის სახლში. ეს არის ძალიან კარგი. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იმ აქციაზე იყო. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

You may also like

Leave a Comment