შსს: საკრებულოს შენობაში ნაპოვნი ტექნიკა მოძრავი რიპიტერია, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკრებულოს შენობაში ნაპოვნ ტექნიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

​უწყების ცნობით, ტექნიკა, რომელიც გუშინ აქციის მიმდინარეობისას თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა იპოვა, არის მოძრავი რიპიტერი, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას და სამართალდამცველებს მუშაობაში ეხმარება. ​

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.

ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით” – წერია შსს-ს განცხადებაში.

​გუშინ, 14 ოქტომბერს, “თავისუფლების მოედანზე” მიმდინარე აქციაზე, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარეობდა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა.

You may also like

Leave a Comment