თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ ქვეყანას ისევ შეზღუდვების დაწესება მოუწევს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

„დღეს მთავარი იარაღი არის აცრა, თუმცა სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

​მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით ხავლიდან ქვეყანაში აცრის მარატონი იწყება, ხოლო თუ აქტივობა დაბალი იქნება, ქვეყანაში კვლავ შეზღუდვები დაწესდება.

“​ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Comment