“მორალურად კარგად არის, თუმცა სიარული უჭირს, აქვს სისუსტე და უფერულობა” – ექიმი სააკაშვილზე 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“მორალურად კარგად არის, თუმცა სიარული უჭირს, აქვს სისუსტე და უფერულობა” ​ – ამის შესახებ ​საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა პენიტენციურ დაწესებულებაში პაციენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

​მისი თქმით, უმჯობესი იქნება თუკი კონსილიუმი დანიშნულზე ადრე შედგება.

​მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. ბოლო კვლევებს გავეცანი, წინასთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის. აქვს სისუსტე, უფერულობა. ვთქვათ, ადამიანს გრიპი გადახდა, დაახლოებით ასეა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო, ვნახოთ. ძირითადად ვისაუბრეთ ჯანმრთელობაზე. მე ახლა წავალ სახლში, დავურეკავ ციხის მთავარ ექიმს. შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, რაკი ხვალ ვგეგმავ მონახულებას. ჩემი რჩევა და რეკომენდაცია არის, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ექიმებმა უნდა თქვან, რა გავაკეთოთ შემდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ

You may also like

Leave a Comment