ვიტამინი გრიპის ვაქცინის ნაცვლად? – გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მოატყუეს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც გოგოლიას კლინიკაში სეზონური გრიპის ვაქცინა გაიკეთეს, ამბობენ, რომ ისინი მოატყუეს და ნაცვლად ვაქცინისა C ვიტამინი გაუკეთეს. ამის შესახებ ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვაქცინის ღირებულება – 75 ლარი, წინასწარ გადაიხადა.

“აღმოჩნდა, რომ ეს კლინიკა თავიდან ბოლომდე აფიორაა. ვინც “აცრეს” უკვე, იმათ სინამდვილეში ც ვიტამინი გაუკეთეს. დღეს დატყდნენ კლინიკიდან და ხალხია აქ ჩემნაირი ვისაც წინასწარ 700-800 ლარები აქვთ ჩარიცხული” – წერს ტაო ჭელიძე სოციალურ ქსელში.  ​

კლინიკასთან სამართალდამცველები არიან და ისინი მოქალაქეებს ჰკითხავენ.

You may also like

Leave a Comment