4 155 ახალი შემთხვევა, 2 507 გამოჯანმრთელებული, 40 გარდაცვლილი, 5 309 აცრილი – 22 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ბოლო-ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 960 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 008 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 952 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 684 337 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებული  40 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა.

უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 5 309 ადამიანი, ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა – 1 938 274 აცრა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა – 143, იმერეთი – 777, ქვემო ქართლი – 287, შიდა ქართლი – 306, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299, კახეთი – 669, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 966 საიდანაც: 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 201, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 427 პირი, მათ შორის, თბილისში – 509, აჭარაში – 122, იმერეთში – 455. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 26, იმერეთში – 30. 1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 549 – თბილისში, 241 – აჭარაში. 43 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 21 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 263 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 268 ადამიანი.

You may also like

Leave a Comment